ახალი ამბები

ბრიტანეთი უკრაინას  Challenger 2-ს ტანკებს გადასცემს

14 იანვარი, 2023 • 955
ბრიტანეთი უკრაინას  Challenger 2-ს ტანკებს გადასცემს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა უკრაინის  პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ უკრაინას  Challenger 2-ს ტანკებს გადასცემენ.

ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს. მათივე ცნობით, რიში სუნაკმა ზელენსკისთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბრიტანეთი უკრაინას დამატებით საარტილერიო სისტემებსაც მიაწვდის.

სუნაკთან საუბარის შემდეგ ტვიტერზე, ტვიტერზე განცხადება გაავრცელა ზელენსკიმაც და მან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ბრიტანეთის ძლიერ მხარდაჭერას.

ზელენსკის თქმით, ბრიტანეთის დახმარება  არამარტო გააძლიერებს უკრაინა ბრძოლის ველზე, არამედ სწორ სიგნალს გაუგზავნის სხა პარტნიორებსაც.

როგორც ბრიტანული მედია წერს, ბრიტანეთმა უკრიანას 12 Challenger 2 უნდა გადასცეს.

რაც შეეხება Challenger 2-ს, ის 1990-იანი წლების ბოლოს შექმნილი ბრიტანული არმიის მთავარი საბრძოლო ტანკია.

მასალების გადაბეჭდვის წესი