ახალი ამბები

რუსებმა უკრაინაზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს, დაბომბილია დნიპროში 9-სართულიანი კორპუსი

14 იანვარი, 2023 •
რუსებმა უკრაინაზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს, დაბომბილია დნიპროში 9-სართულიანი კორპუსი

დღეს,14 იანვარს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს. დაიბომბა კიევის, ლვოვის, ხარკოვისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონები.

რუსებმა ქალაქ დნიპროში 9-სართულიანი საცხოვრებელი დაბომბეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დაიღუპა 5 და დაშავდა 27 ადამიანი.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის უფროსმა სერგეი კრუკმა განაცხადა, რომ  ნანგრევებიდან 15 ადამიანი გამოიყვანეს. მისივე თქმით, გრძელდება მუშაობა ნანგრევებიდან ხალხის გამოსაყვანად.

28 სახლი დაზიანდა კიევზე სარაკეტო თავდასხმის დროს. თუმცა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

რუსეთის თავდასხმის ობიექტი გახდა ასევე ხარკოვისა და ლვოვის რაიონებში კრიტიკულ ინფრასტრუქტურული ობიექტები.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი