ახალი ამბები

„მე-3 მსოფლიო ომი არ იქნება“ — ზელენსკის მიმართვა „ოქროს გლობუსის“ მონაწილეებს

11 იანვარი, 2023 • 1210
„მე-3 მსოფლიო ომი არ იქნება“ — ზელენსკის მიმართვა „ოქროს გლობუსის“ მონაწილეებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 იანვრის საღამოს სიტყვით მიმართა „ოქროს გლობუსი 2023-ის“ დაჯილდოების ცერემონიის მონაწილეებს.

ზელენსკის ვიდეომიმართვა აუდიტორიას ოსკაროსანმა მსახიობმა შონ პენმა წარუდგინა, რომელიც ომის ოპერიოდში უკრაინაში არაერთხელ ჩავიდა და ომში მყოფ ქვეყანას ჰუმანიტარულადაც დაეხმარა.

„პირველმა მსოფლიო ომმა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მეორე მსოფლიო ომმა კი — ათეულობით მილიონის. მესამე მსოფლიო ომი არ იქნება, ეს არ არის ტრილოგია. უკრაინა შეაჩერებს რუსეთის აგრესიას ჩვენს მიწაზე და ჩვენ ამას შევძლებთ თავისუფალ სამყაროსთან ერთად. და თქვენ ყველანი ჩვენთან ერთად იქნებით გამარჯვების დღეს. დიდება უკრაინას!“ — თქვა ზელენსკიმ თავის ვიდეომიმართვაში.

„ოქროს გლობუსი 2023-ის“ დაჯილდოების ცერემონია მსოფლიო მასშტაბით პირდაპირ ეთერში გადასცეს და მას მილიონობით ადამიანმა უყურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი