ახალი ამბები

აშშ-ში საქართველოს მოქალაქე მოკლეს 

7 იანვარი, 2023 • 1481
აშშ-ში საქართველოს მოქალაქე მოკლეს 

აშშ-ში საქართველოს მოქალაქე ლევან გალდავა მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას nypost ავრცელებს. 

შემთხვევა ბრუკლინში მოხდა. გამოცემა ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ 42 წლის გალდავა მეგობარი ქალის ყოფილმა ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. 

მკვლელობაში ბრალდებული 47 წლის დმიტრო ლაპკოა, რომელსაც პოლიცია ეძებს. 

nypost წერს, რომ გალდავას ცეცცხლსასროლი იარაღით ექვსჯერ ესროლეს, ის სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმც ამისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი