ახალი ამბები

შვილის ცემისა და იარაღით მუქარის ბრალდებით დაცვის პოლიციელი დააკავეს

6 იანვარი, 2023 • 1312
შვილის ცემისა და იარაღით მუქარის ბრალდებით დაცვის პოლიციელი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა დაცვის პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც შვილის ცემა და ასევე, ცოლ-შვილის მიმართ იარაღით მუქარა ედება ბრალად.

საგამოძიებო უწყების ცნობით, ვ.ფ-მ 2022 წლის 26 დეკემბერს, ყოფით ნიადაგზე არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეორე არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, ბრალდებული იარაღის გამოყენებით მის მეუღლეს და შვილს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ პირს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126′ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტითა და 11′, 151-ე მუხლი მე-2 ნაწილის  „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ბრალდება წარუდგინა. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი