ახალი ამბები

„სამოქალაქო გმირობაა“ – გიული ალასანია „ვივამედის“ ექიმზე

30 დეკემბერი, 2022 • 1706
„სამოქალაქო გმირობაა“ – გიული ალასანია „ვივამედის“ ექიმზე

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია გუშინდელ სასამართლო პროცესზე “ვივამედის” ექიმის მიერ მიცემულ ჩვენებას გამოეხმაურა და “სამოქალაქო გმირობა” უწოდა. აღნიშნული განცხადება მან დღეს, 30 დეკემბერს გააკეთა.

“ქალბატონი თამარი აქ [ვივამედში] იყო ძალიან კარგი. [პროცესზე რაც ილაპარაკა] ყველაფერი მნიშვნელოვანი იყო, ადამიანმა თქვა სიმართლე, როგორც შეეფერება პროფესიონალს. მე მიმაჩნია, რომ ეს არის სამოქალაქო გმირობა”, – აღნიშნა ალასანიამ.

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე გუშინ, 29 დეკემბერს ექიმი ნევროლოგი თამარ აბაშიძე გამოიკითხა, რომელიც კლინიკა „ვივამედში“ მუშაობს.

მისი განცხადებით, სააკაშვილის მდგომარეობა მკვეთრადაა გაუარესებული, განსაკუთრებით, აგვისტოს ბოლოდან მოყოლებული. მისი თქმით, პაციენტს აღენიშნება წონის „კატასტროფული კლება“ და „მთელი რიგი“ ნევროლოგიური დარღვევები.

რა თქვა თამარ აბაშიძემ ნახეთ ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი