ახალი ამბები

ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდა პელე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

29 დეკემბერი, 2022 •
ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდა პელე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდა პელე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

82 წლის პელე საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ფეხბურთელს სწორი ნაწლავის სიმსივნე ჰქონდა, კლინიკაში გადაყვანის შემდეგ კი რესპირატორული ინფექციის დიაგნოზიც დაუსვეს.

პელე მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელადაა აღიარებული. ის ერთადერთი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელმაც სამი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო (1958, 1962 და 1970 წლებში).

მასალების გადაბეჭდვის წესი