კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, „ვივამედში“ კარანტინი გამოცხადდა.
ჟურნალისტებთან საუბარში ის ამბობს, რომ კარანტინის მიზეზი ქვეყანაში მომატებული ინფექციების რაოდენობაა.
„შესაბამისად, გამოცხადდა კარანტინი პაციენტების უსაფრთხოების მიზნით“, – თქვა ჩხაიძემ, თუმცა, დამატებით კითხვაზე, როგორ დაიშვებიან ამიერიდან მნახველები, მან არ ისაუბრა.
უკვე შემდგომ „მთავარ არხთან“ კომენტარში გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე ამბობს, რომ მნახველები კლინიკაში მხოლოდ სპეციალური აღჭურვილობით დაიშვებიან, „თუ იქნება ამის საჭიროება“.
უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მიხეილ სააკაშვილი მკურნალობას „ვივამედში“ გადის. პერიოდულად კლინიკაში მის მოსანახულებლად ოჯახის წევრები, თანაპარტიელები და ადვოკატები დადიან.
დღეს, 29 დეკემბერს,, საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების შესახებ პროცესი მიმდინარეობს. მასზე ტოქსიკოლოგი, დევიდ სმიტის ჩვენებას უსმენენ.
ნახეთ ასევე:
ამერიკელი ტოქსიკოლოგი: სააკაშვილი მოწამლულია და სიკვდილის რისკი არსებობს




