ახალი ამბები

გაცდენების გამო წელს დეპუტატებს ხელფასიდან 80 ათასი ლარი დაექვითათ

29 დეკემბერი, 2022 • 895
გაცდენების გამო წელს  დეპუტატებს ხელფასიდან 80 ათასი ლარი დაექვითათ

მიმდინარე წელს არასაპატიო მიზეზით საპარლამენტო სხდომებისა და ღონისძიებების გაცდენის გამო დეპუტატების ხელფასიდან დაქვითული თანხა შეადგენს დაახლოებით 80 ათასს ლარს.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს, 29 დეკემბერს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 80 ათასი ლარიდან 77% (დაახლოებით 60 ათასი ლარი) ოპოზიციონერ დეპუტატებზე მოდის.

პაპუაშვილის თქმით, პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებით, დეპუტატების ხელფასიდან დაქვითული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი