საომრად მობილიზებული რუს კაცებს შეეძლებათ, უფასოდ გაყინონ და შეინახონ თავიანთ სპერმა. „მედუზას“ ცნობით, ამის შესახებ „რუსეთის ადვოკატთა კავშირის“ პრეზიდენტმა, იგორ ტრუნოვმა განაცხადა.

ტრუნოვის თქმით, მობილიზებულთათვის ასეთი შესაძლებლობის მიცემის თხოვნით  პრემიერ-მინისტრ მიხეილ მიშუსტინს მიმართა და დღეს ჯანდაცვის სამინისტროსგან დადებითი პასუხი მიიღო.

როგორც ტრუნოვი აცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრო დააფინანსებს მობილიზებულთა სპერმის უფასო კონსერვაციასა და შენახვას.

უწყებაში ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.