ახალი ამბები

ბრალი წარვუდგინეთ პირს, რომელიც 12 წლის მოზარდს ქურდობასა და მოწყალების თხოვნას აიძულებდა – პროკრუატურა

26 დეკემბერი, 2022 • 1325
ბრალი წარვუდგინეთ პირს, რომელიც 12 წლის მოზარდს ქურდობასა და მოწყალების თხოვნას აიძულებდა – პროკრუატურა

არასრულწლოვანით ვაჭრობის ფაქტზე გენერალურმა პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ განცხადება პროკურატურამ დღეს, 26 დეკემბერს გაავრცელა.

უწყების ცნობით, შსს-ში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, სარგებლის მიღების მიზნით, 12 წლის მოზარდის შრომით ექსპლუატაციას ეწეოდა. იგი მუქარითა და ფსიქოლოგიური ზეწოლით აიძულებდა მოზარდს, თბილისის ქუჩებში მოწყალება ეთხოვა და მოეპარა სხვადასხვა წვრილმანი ნივთები. შეგროვებულ თანხას კი ბრალდებული თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდა.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი