რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე აცხადებს, რომ რუსთაველის ქუჩაზე 3-სართულიანი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად, არსებული ინფორმაციით, არავინ დაღუპულა.
„მიმდინარეობდა კორპუსის რეაბილიტაცია-გამაგრება, რა დროსაც მოხდა ეს ფაქტი [ნგრევა]. მსხვერპლი, ამ ეტაპზე რაც ვიცით, არ არის. არის რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავებული“, – განუცხადა ლაცაბიძემ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ადგილი, რომელიც ჩამოინგრა, ყველაზე მეტად იყო დაზიანებული.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, რომ ნანგრევებიდან 40 წლამდე ადგილობრივი მცხოვრები ამოიყვანეს, რომელიც კონტაქტური იყო და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.