ახალი ამბები

მთავარეპისკოპოსი ზენონი კიევში ეპიფანე პირველს შეხვდა

22 დეკემბერი, 2022 • 918
მთავარეპისკოპოსი ზენონი კიევში ეპიფანე პირველს შეხვდა

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი, ზენონ იარაჯული უკრაინაში ჩავიდა, სადაც ადგილობრივი ეკლესიის უმაღლეს იერარქს, ეპიფანე პირველს შეხვდა.

შეხვედრის ამსახველი ფოტოები უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ და ზენონ იარაჯულმა გაავრცელეს.

შეხვედრას ესწრებოდა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ქართული სამრევლოს წინამძღვარი, არქიმანდრიტი კირიონიც.

ეპიფანე პირველი არის იმ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლი, რომელსაც ქართული ეკლესია და მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესიების ნაწილი, მათ შორის რუსეთის ეკლესია, ავტოკეფალურად არ აღიარებს.

ეკლესიამ ავტოკეფალიის ტომოსი 2019 წლის იანვარში მიიღო მსოფლიო პატრიარქ, ბართლომეოსგან.

ზენონ იარაჯული წინა თვეში გაათავისუფლეს დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან, მიზეზად საქართველოს საპატრიარქომ ეპარქიაში შექმნილი „მძიმე მდგომარეობა“ დაასახელა, თუმცა არ დაუზუსტებია, თუ კონკრეტულად რა იგულისხმება ამ მდგომარეობაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.