ახალი ამბები

აშშ-მა უკრაინას $1,85 მლრდ გამოუყო, ახალი პაკეტი მოიცავს Patriot-ის სისტემას

21 დეკემბერი, 2022 • 823
აშშ-მა უკრაინას $1,85 მლრდ გამოუყო, ახალი პაკეტი მოიცავს Patriot-ის სისტემას

21 დეკემბერს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის უსაფრთხოებისთვის დამატებით 1,85 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადა.

დახმარების ახალი პაკეტში შედის:

  • ერთი „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის ბატარეა და საბრძოლო მასალა;
  • დამატებითი საბრძოლო მასალა HIMARS-ებისთვის;
  • 500 მაღალი სიზუსტის საარტილერიო 155 მმ ჭურვი;
  • ნაღმტყორცნები და ჭურვები მათთვის;
  • 120 მაღალი მობილურობის მრავალფუნქციური ბორბლიანი მანქანა (HMMWVs);
  • ჯავშანტექნიკა, საბრძოლო მასალა , აღჭურვილობა, ტაქტიკურად დაცული კომუნიკაციის საშუალებები და სხვა.

პენტაგონის განცხადებით, პატრიოტის სისტემა გააძლიერებს უკრაინისთვის მანამდე გადაცემული საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს.

საერთო ჯამში, ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში შეერთებულმა შტატებმა უკრაინის უსაფრთხოებისთვის 21,9 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო.

რა შეუძლია PATRIOT-ის სარაკეტო სისტემას?

MIM-104 Patriot მიწაზე განთავსებული სარაკეტო თავდაცვის სისტემა შექმნილია შემტევი რაკეტებისა და სხვა მფრინავი ობიექტების გასანადგურებლად.

ეს იარაღი განიხილება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალგანვითარებული საჰაერო თავდაცვის სისტემა და, როგორც წესი, მის მისაღებად შემსყიდველი ქვეყნები მრავალწლიან რიგში დგებიან.

სარაკეტო სისტემა აღჭურვილია რადარით, რომელსაც მათ შორის შეუძლია ბალისტიკური რაკეტების აღმოჩენა, საკომუნიკაციო ნაკვეთურით, მართვისა და კონტროლის ცენტრითა და რაკეტის გამშვებით.

მსგავსი მახასიათებლების გათვალისწინებით, Patriot-ის სარაკეტო სისტემა არის ძალიან მობილური და სწრაფი. სისტემა აღჭურვილია ამწით, რომელიც სწრაფად „ტენის“ გასასროლ რაკეტებს. ყველა კომპონენტი, მათ შორის რადარი, მართვის ცენტრი, კომუნიკაციები, ენერგიის წყარო და გამშვები, დამონტაჟებულია სატვირთო ძარებზე ან მისაბმელზე. რადარის კომპლექტი და სასროლი რაკეტები დამონტაჟებულია ნახევრად მისაბმელებზე.

სისტემა აღჭურვილია მართვადი რაკეტებით, რომელთა სხვადასხვა მოდიფიკაცია 30-დან 160 კილომეტრამდე რადიუსში გამოიყენება.

რა შეუძლია PATRIOT-ს, რომელიც შესაძლოა, უკრაინას გადაეცეს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი