ახალი ამბები

მკვლელობა ხონში: პოლიციამ 1 პირი დააკავა

18 დეკემბერი, 2022 •
მკვლელობა ხონში: პოლიციამ 1 პირი დააკავა

შსს-ს ცნობით, ხონში 17 დეკემბერს მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს.

უწყების თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ცივი იარაღით 2 ჭრილობა მიაყენა 33 წლის კაცს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

“პოლიციამ… დანაშაულის ჩამდენი პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა – ნივთმტკიცებად ამოიღეს”, — წერს შსს.

გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი