ქალაქ ხონში 35 წლამდე ასაკის კაცი ცივი იარაღით მოკლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი იდენტიფიცირებულია, გამოძიება კი სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მომხდარის დეტალებზე უწყებაში, ჯერჯერობით, არ საუბრობენ.