ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

2023 წლის შემდეგ დაბადებული დევნილი ბინას ვეღარ მიიღებს – კანონპროექტი

15 დეკემბერი, 2022 • 2482
2023 წლის შემდეგ დაბადებული დევნილი ბინას ვეღარ მიიღებს – კანონპროექტი

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას.

კანონპროექტი ეხება დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფას.

კერძოდ, დევნილების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება სახელმწიფოს ორგანოებს ექნებათ 2023 წლის პირველ იანვრამდე დაბადებული პირების მიმართ.

‘ხოლო 2023 წლის 1 იანვრამდე მყოფი არასრულწლოვნების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა მათი აღმავალი შტოს ოჯახის წევრებთან ერთად მოხდება და მომავალში აღარ ექნებათ ინდივიდუალურად საცხოვრებლის მოთხოვნის უფლება’.

საკითხი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ წარადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი