ახალი ამბები

“ვთხოვ EU-ს, ნუ მიიღებენ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას“ – ბურჭულაძე

15 დეკემბერი, 2022 • 1009
“ვთხოვ EU-ს, ნუ მიიღებენ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას“ – ბურჭულაძე

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიება და მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნა საქართველოს მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოა და ევროკავშირს მიმართავს:

“მე ვთხოვ ყველას ევროკავშირში, რომ ნუ მიიღებენ საქართველოს ხალხის ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს. ის, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და სააკაშვილი და გვარამია უნდა გათავისუფლდნენ, ეს არის საქართველოს მოქალაქეების სრული უმრავლესობის ნების საწინააღმდეგო ნარატივი. თუ ჩვენ უნდა დავისაჯოთ იმის გამო, რომ მოვიშორეთ ტოტალიტარული, სადისტური რეჟიმი, ეს იქნება გადაწყვეტილება საქართველოს ხალხის წინააღმდეგ”, – ამბობს ჯუანშერ ბურჭულაძე.

ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელსაც 14 დეკემბერს ეყრება კენჭი, მოუწოდებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებით გათავისუფლებისკენ. ამ რეკომენდაციას იზიარებს ევროპარლამენტში წარმოდგენილი თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია, „ქართული ოცნების“ პარტნიორი სოციალისტების ჯგუფის ჩათვლით, რომელსაც წარმოადგენს მომხსენებელი საქართველოს საკითხზე და ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე ანგარიშის ავტორი სვენ მიკსერი. აღნიშნულ საკითხზე 13 დეკემბერს ევროპარლამენტში დებატებიც გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი