ახალი ამბები

სააკაშვილი აღარ იშიმშილებს — ადვოკატი

14 დეკემბერი, 2022 • 959
სააკაშვილი აღარ იშიმშილებს — ადვოკატი

ექსპრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა.

როგორც ხაჭაპურიძემ „ნეტგაზეთს“ განუცხადა, ეს გადაწყვეტილება სააკაშვილმა ევროპარლამენტარების თხოვნით მიიღო, რომლებიც მიიჩნევენ, რომ შესაძლოა მთავრობაშ შიმშილობის ფაქტი სააკაშვილის წინააღმდეგ გამოიყენოს.

პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა რამდენიმე საათის წინ გამოაცხადა. წერილში, რომელიც მედიას მისმა ადვოკატმა გააცნო, სააკაშვილი აცხადებდა, რომ იშიმშილებდა მანამ, სანამ არ მიიღებდა მყარ გარანტიებს საკუთარ პროცესზე დისტანციურად ჩართვის შესახებ.

მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა

მასალების გადაბეჭდვის წესი