ახალი ამბები

აბსოლუტურად ადეკვატურია – კობახიძე კალაძის განცხადებაზე

14 დეკემბერი, 2022 • 725
აბსოლუტურად ადეკვატურია – კობახიძე კალაძის განცხადებაზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე კახა კალაძის განცხადება “აბსოლუტურად ადეკვატური” იყო.

კალაძის განცხადებით, თუ კანდიდატის სტატუსის მიღება მიხეილ სააკაშვილის საკითხზეა დამოკიდებული, მაშინ ეს “არაფრისმომცემი სტატუსი” შეუძლიათ “თავისთვის დაიტოვონ”.

კობახიძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, არის თუ არა ეს ხელისუფლების საერთო პოზიცია და ეთანხმებს თუ არა კალაძეს.

“ეს იყო აბსოლუტურად ადეკვატური პასუხი იმ არაადეკვატურ განცხადებებზე, რომლებიც კეთდება ცალკეული ევროპარლამენტარების მხრიდან.

რაც შეეხება სტატუსს, პოლიტიკურად მნიშვნელოვანია, მაგრამ უნდა ავუხსნათ საზოგადოებას, რომ სხვა თვალსაზრისით, იგივე ფინანსური, ეკონომიკური კუთხით, ეს არ იძლევა კონკრეტულ შედეგებს. პოლიტიკური კუთხით არის მნიშვნელოვანი.

როდესაც ჩვენ ვისმენთ ასეთ არაადეკვატურ გზავნილებს კონკრეტული ევროპარლამენტარების მხრიდან, ამას სჭირდება სათანადო, მკაფიო და ადეკვატური პასუხი და ეს პასუხი გასცა მათ კახა კალაძემ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


თბილისის მერი კახა კალაძე ეხმაურება ევროპარლამენტარების კრიტიკას და ამბობს, რომ თუ კანდიდატის სტატუსის მიღება მიხეილ სააკაშვილის საკითხზეა დამოკიდებული, მაშინ ეს “არაფრისმომცემი სტატუსი” შეუძლიათ “თავისთვის დაიტოვონ”.

საუბარია ევროპარლამენტარების გუშინდელ განცხადებებზე, რომლებმაც გააკრიტიკეს „ოცნების“ ხელისუფლება და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი