ახალი ამბები

ჭამოს და არ დაიკლებს წონაში – კალაძე სააკაშვილზე

14 დეკემბერი, 2022 • 945
ჭამოს და არ დაიკლებს წონაში – კალაძე სააკაშვილზე

თბილისის მერი კახა კალაძე ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას ამბობს, რომ მას შეუძლია უბრალოდ ჭამოს.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა.

„წონაში კლება? ჭამოს და არ დაიკლებს წონაში. სითხეც დალიოს და არ დაიკლებს წონაში. ძალიან მარტივია“, – ასე უპასუხა კალაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას.

დღესვე კალაძემ ასევე განაცხადა, რომ თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება მიხეილ სააკაშვილის საკითხზეა დამოკიდებული, მაშინ ეს „არაფრისმომცემი სტატუსი” შეუძლიათ „თავისთვის დაიტოვონ”.


დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში კვლავ ვერ გაიმართა მიხეილ სააკაშვილის პროცესი. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ პენიტენციური სამსახურის თქმით, მათ 1 კვირის მანძილზე ვერ მოახერხეს სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა.

თუ არ შეწყდება სიმულაციები, იძულებული გავხდებით, გარკვეული კადრები გავასაჯაროოთ — ბრეგაძე სააკაშვილზე

მასალების გადაბეჭდვის წესი