ახალი ამბები

ცისკარიშვილს დროებით შეეზღუდა პარტიის ფინანსების განკარგვა – წიკლაური

11 დეკემბერი, 2022 • 614
ცისკარიშვილს დროებით შეეზღუდა პარტიის ფინანსების განკარგვა – წიკლაური

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ პარტიის გენერალურ მდივანს, პეტრე ცისკარიშვილს დროებით, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის პირობებში, შეეზღუდა პარტიის ფინანსების განკარგვა.

„მთელი პარტიული, ფინანსური, ეკონომიკური რესურსი, რომელიც განიკარგებოდა პარტიის გენერალური მდივნის, ბატონი პეტრე ცისკარიშვილის მიერ, ამიერიდან იქნება შეჩერებული“, – განაცხადა წიკლაურმა ჟურნალისტებთან.

„ბატონ პეტრეს შეეზღუდა შესაძლებლობა, რომ განკარგოს ეს ფინანსური რესურსები, სანამ იქნება საარჩევნო კამპანია. როგორც გენერალურ მდივანს… იმიტომ რომ, ჩვენ ვართ წარმომადგენლები, თუ შეიძლება ასე ითქვას, სხვადასხვა მხარის, სხვადასხვა პოზიციები გვაქვს“, – განმარტა მან.


„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შიდაპარტიული არჩევნები 2023 წლის 28-29 იანვარს ჩატარდება ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებით.

პარტიის პოლიტსაბჭომ გადაწყვეტილება 11 დეკემბერს გამოიტანა – 69 ხმით 1-ის წინააღმდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი