ახალი ამბები

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოზე დღეს შიდა არჩევნების საკითხი უნდა გაირკვეს

11 დეკემბერი, 2022 •
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოზე დღეს შიდა არჩევნების საკითხი უნდა გაირკვეს

კვირას 15:00 საათზე ჩანიშნულია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც მიხეილ სააკაშვილის საკითხის გარდა, პარტიის თავმჯდომარის არჩევნების თარიღსა და კენჭისყრის ფორმატზე უნდა შეთანხმდნენ.

„მთავარი არხის“ ცნობით, განიხილება ხმის მიცემის ორი ფორმატი: ხმის მიცემა ფეისბუკზე და „ბლოკჩეინ“ ტექნოლოგიის გამოყენებით.

„კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რომ ვინმემ ვინმეს უკონტროლოს, რომელ კანდიდატს აძლევს ხმას. ეს არღვევს ყველანაირ პრინციპს და იმედი მაქვს, პოლიტსაბჭო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ამ ეტაპზე თავმჯდომარეობა სურს სამ კანდიდატს: მოქმედ თავმჯდომარე ნიკა მელიას, ლევან ხაბეიშვილს და გიორგი მუმლაძეს.


9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რომელიც შეეხება თავმჯდომარეს, პოლიტიკურ საბჭოსა და პოლიტიკურ სამდივნოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ მათი აზრით, თანაპარტიელთა ნაწილის მიერ პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარების საჯაროდ მოთხოვნა არასწორი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი