ევროკავშირის ქვეყნებში რუსი ოლიგარქებისა და კომპანიების კუთვნილი 19 მილიარდი ევროს ღირებულების აქტივია გაყინული.
ჯამში ევროკავშირის ქვეყნების სანქციები 1241 ფიზიკური პირსა და 118 კომპანია ეხება.
ყველაზე მეტი რუსული აქტივი ბელგიასა და ლუქსემბრურგშია გაყინული.
ევროკავშირის ქვეყნების სია, რომელთაც ყველაზე მეტი რუსული აქტივი აქვთ გაყინული, ასე გამოიყურება:
- ბელგია – 3,5 მილიარდი ევრო
- ლუქსემბურგი – 2,5 მილიარდი ევრო
- იტალია – 2,3 მილიარდი ევრო
- გერმანია – 2,2 მილიარდი ევრო.
1 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების რუსული აქტივებია გაყინული ავსტრიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში.
ყველაზე ცოტა რუსული აქტივი (146,558 ევრო) კი ევროკავშირის ქვეყნებს შორის მალტის მიერაა, რომელსაც საკამათო „ოქროს პასპორტი“ აქვს მდიდარი ინვესტორებისთვის, მათ შორის რუსებისთვის. სიის ბოლოში მალტასთან ერთადაა საბერძნეთი 212 201 ევროს ღირებულების გაყინული აქტივით.