ახალი ამბებირეკლამა

ალდაგში საახალწლო შეთავაზებებია

9 დეკემბერი, 2022 • 339
ალდაგში საახალწლო შეთავაზებებია

სადაზღვევო კომპანია ალდაგში ავტო დაზღვევის ზამთრის კამპანია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, მომხმარებლები, რომლებიც ავტომობილს ალდაგში 31 იანვრამდე დააზღვევენ, განსაკუთრებული შეთავაზებით ისარგებლებენ.

ავტო დაზღვევას მძღოლისთვის მნიშვნელოვანი საჩუქრები მოჰყვება, მათ შორის ექსტრა საწვავი, ვაუჩერები „ამბოლის“ პროდუქციასა და სერვისებზე და 30%-იანი ფასდაკლება ქონების დაზღვევაზე, რომელიც გამორჩეულია იმით, რომ ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი არ გააჩნია და სახლის სრულად დაზიანების შემთხვევაში, მომხმარებელი, სახლის საბაზრო ღირებულების შესაბამისი თანხის ანაზღაურებას მიიღებს.

„ზამთარი მძღოლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სეზონია. კლიმატის ცვლილებასთან ერთად, ავტომობილს განსაკუთრებული მოვლა და ყურადღება სჭირდება. აღსანიშნავია, რომ ზამთარში ავტო საგზაო შემთხვევების რისკიც იმატებს, შესაბამისად, მომხმარებლებს ავტო დაზღვევის მოქნილ პირობებთან ერთად, ექსტრა საჩუქრებს ვთავაზობთ, რომელიც მათ მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს,“ –  აცხადებენ ალდაგში;

ალდაგის ავტო დაზღვევა ისეთ რისკებს ფარავს როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, სტიქია (სეტყვა, მიწისძვრა), ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და ა.შ.

ალდაგი ავტო დაზღვევის ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა და აქ მიღებული გამოცდილებით მძღოლების  97% კმაყოფილია .

მასალების გადაბეჭდვის წესი