ახალი ამბებირეკლამა

ალდაგსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

30 დეკემბერი, 2022 • 1148
ალდაგსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

სადაზღვევო კომპანია ალდაგსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტებს დასაქმებასა და  კარიერულ განვითარებაში. ალდაგი, როგორც სადაზღვევო ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე, სტუდენტებს, ამ ინდუსტრიაში დაგროვილ ცოდნას გაუზიარებს და ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებას.

მემორანდუმის ფარგლებშივე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ალდაგმა, ფაკულტეტზე საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტი ერთ წლიანი სტიპენდიით დააჯილდოვა.

„ვულოცავთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, 25 წლის იუბილეს. ჩვენი კომპანია ყოველთვის მზადაა მხარი დაუჭიროს და წაახალისოს ახალი თაობა, განსაკუთრებით განათლების მიმართულებით, რადგან გვჯერა, რომ სწორედ ეს თაობაა პროგრესული, მოძრავი, ჯანსაღი და სიახლეებისადმი მიდრეკილი,“- განაცხადა ალდაგის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელმა, ნონა ბარამიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი