ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ყოველდღე 14-15 ლარს ვშოულობ წამლებისთვის” – 83 წლის ქალის ბრძოლა

30 ნოემბერი, 2022 • 1762
“ყოველდღე 14-15 ლარს ვშოულობ წამლებისთვის” – 83 წლის ქალის ბრძოლა

83 წლის ალექსანდრა ზარანდია, თითქმის, ყოველ დღე, ლილოს დასახლებიდან ავტობუსით კოლმეურნეობის მოედნამდე მგზავრობს. აფხაზეთიდან დევნილი ქალი მისი და მისი შვილის წამლების საყიდლად მოწყალებას ითხოვს.

“შრომის გმირი ვიყავი აფხაზეთში, დღეს მათხოვარი ვარ აქ. ამბობენ, თავის მოკვლა ცოდვააო, ხოდა, სადამდეც ვიქნები, თავი უნდა გავიტანო.

აქ ყოველ დღე 14-15 ლარს ვშოულობ. ზოგჯერ 16-საც. ერთხელ ერთმა გოგომ საფულე დაფერხთა და ოთხი ცალი 1 თეთრიანი ჩამიგდო. ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი, ძალიან მეწყინა.

დაახლოებით 53 წლის ვიყავი, როდესაც აფხაზეთი დავტოვეთ. კლუბს არ ჰქონდა ისეთი დიდი და ლამაზი შენობა, როგორც ჩემი სახლი იყო იქ. თბილისში ქირით ვართ მე და ჩემი პენსიონერი შვილი, არც მაცივარი გვაქვს, არც ტელევიზორი, წყალი ჩამოდის ყველგან. არაფრად ვარგა. მაგრამ აქამდე კიდევ უფრო საშინელ ბინაში ვცხოვრობდით. ახლა 250 ლარს ვიხდით ჩვენი პენსიიდან. თბილისამდე ხობში ვცხოვრობდით, მაგრამ C ჰეპატიტი, მხედველობის პრობლემები და კიბო დამემართა. იქ ვერ ვიმკურნალე და აქ მოგვიწია ჩამოსვლა.

მარტო ერთ წამალში 100 ლარამდე ვიხდი. ეს საქმეა? წამლები უფასო რომ იყოს, აქ უნდა გადმოეწეროო და როგორ უნდა გავაკეთო ეს, არ ვიცი, ყველასგან მიტოვებული ვართ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი