ახალი ამბები

სამი პარტია სააკაშვილის საკითხზე საერთო გეგმის განსახილველად ენმ-ს შეხვდება

7 დეკემბერი, 2022 • 1119
სამი პარტია სააკაშვილის საკითხზე საერთო გეგმის განსახილველად ენმ-ს შეხვდება

სამი ოპოზიციური პარტია — „გირჩი — მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „დროა“ – ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

მათ მიაჩნიათ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია შექმნილ ვითარებაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის სასჯელისაგან გათავისუფლება და მკურნალობის კურსის საზღვარგარეთ ჩატარებაა.

„ამგვარი გადაწყვეტილების დაყოვნებამ, შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში გამოიწვიოს ჯანმრთელობის გამოუსწორებელი ზიანი, ან სიცოცხლის მოსპობა. ამ პრობლემის მოგვარება სცდება რომელიმე ცალკეული პოლიტიკური პარტიის შიდა დღის წესრიგს და წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის, საზოგადოებრივი ერთიანობისა და სტაბილურობის, საქართველოს ევროპული მომავლის საკითხს და მხოლოდ ერთიანი ძალისხმევითაა შესაძლებელი“, — ნათქვამია განცხადებაში.

სამი პოლიტიკური პარტია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხისა და მის გარშემო საერთო სამოქმედო გეგმის განსახილველად 8 დეკემბერს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხვედრას გამართავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი