ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

უკრაინის ომში აფხაზეთიდან კიდევ ერთი მებრძოლი დაიღუპა

7 დეკემბერი, 2022 • 2175
უკრაინის ომში აფხაზეთიდან კიდევ ერთი მებრძოლი დაიღუპა

რუსული სახელმწიფო გამოცემა სპუტნიკ-აფხაზეთის ცნობით, “დონბასის გამათავისუფლებელ ბრძოლაში” აფხაზეთის მკვიდრი, გალელი 24 წლის ბესლან ტაპაღუა დაიღუპა.

გამოცემის ინფორმაციითვე, მებრძოლის ცხედარი აფხაზეთში რუსეთის ქალაქ კრასნოდარიდან გადამოასვენეს.

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან, რუსეთის ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობენ როგორც აფხაზეთის, ასევე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკიდან სამხედრო პირები და მოხალისეები. ამასთან, ოფიციალური განცხადებების შესაბამისად, რუსეთი არ ავალდებულებს აფხაზებსა და ოსებს, უკრაინაში ომში მონაწილეობა მიიღოს. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ორივე რეგიონიდან უკრაინაში რამდენიმე ათეული მებრძოლი დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი