ახალი ამბები

11 თვეში საქართველოში თითქმის 5 მილიონი მოგზაური შემოვიდა – ტურიზმის სააგენტო

6 დეკემბერი, 2022 • 419
11 თვეში საქართველოში თითქმის 5 მილიონი მოგზაური შემოვიდა – ტურიზმის სააგენტო

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ნოემბრის თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

2022 წლის 11 თვეში საქართველოში 4 862 247 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2021 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდთან შედარებით ზრდა +185.5%-ია. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 55.9%-ს შეადგენს.

2022 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდში 3 348 333 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც +133.7%-ით მეტია გასული წლის 11 თვესთან შედარებით, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურისტული ვიზიტების 70.2 % აღდგენილია.

საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.