ახალი ამბები

ჯამბულათ ხოფერიას მამა ღარიბაშვილის განცხადებაზე – „რა გვჭირს ვინმეს წასაყვანი“

5 დეკემბერი, 2022 • 1295
ჯამბულათ ხოფერიას მამა ღარიბაშვილის განცხადებაზე – „რა გვჭირს ვინმეს წასაყვანი“

უკრაინაში დაღუპული ჯამბულათ ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია ფეისბუქზე ეხმაურება პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას.

„მე გულს უკვე ვეღარაფერი მატკენს. სიტყვაზე ვამბობ, უადგილოდ, უაზროდ ნათქვამ სიტყვაზე. უბრალოდ ქვეყნის მმართველს მეტი დაფიქრება მართებს თითოულ სიტყვაზე…

არ მინდოდა მეთქვა ან რა სათქმელია, უბრალოდ იცოდეთ, ჩემი შვილი, როცა ომი დაიწყო, თბილ მიუნხენში იყო. დილის 9-ზე დამირეკა და მითხრა, რომ მიდიოდა. უბრალოდ ვთხოვე, დამლოდებოდა ვარშავაში. არ დამელოდა და იმ კიევში შევიდა, რომელსაც მთელი მსოფლიო დაცემას, მის დამცველებს კი სიკვდილს უქადდა. იგი არავის წაუყვანია ან რა გვჭირს ჩვენ ვინმეს წასაყვანი. მას მისი კაცური მოვალეობები აწუხებდა და მისი გზა ჰქონდა, რაზეც, ვფიქრობ, პირუთვნელად იარა“, – წერს არჩილ ხოფერია.

ღარიბაშვილმა დღეს, 5 დეკემბერს თქვა, რომ „საქართველოდან უკრაინაში ომში ადამიანები „ომის პარტიას“ მიჰყავს“.

ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერია უკრაინაში პირველ დეკემბერს დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი