ახალი ამბები

არ შეიძლება ოპოზიციონერის ოჯახის წევრი მუშაობდეს იქ, სადაც საიდუმლო ინფორმაციაა — ვოლსკი

2 დეკემბერი, 2022 • 2260
არ შეიძლება ოპოზიციონერის ოჯახის წევრი მუშაობდეს იქ, სადაც საიდუმლო ინფორმაციაა — ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ეხმაურება „გირჩი — მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მეუღლის, ნატა ქორიძის საგარეო საქმეთა სამინისტროდან გათავისუფლებას და ამბობს, რომ არ შეიძლება ოპოზიციონერის მეუღლე მუშაობდეს იქ, სადაც მას ხელი მიუწვდება საიდუმლო ინფორმაციაზე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ნატა ქორიძემ დღეს დაწერა, რომ ის სამინისტროდან გაათავისუფლეს. მიზეზად კი რეორგანიზაცია დაუსახელეს.

„მას საიდუმლო ინფორმაციასთან აქვს წვდომა, რასაკვირველია, იგი არ შეიძლება უზიარებდეს ამ ინფორმაციას ადამიანს, ვინც საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს ყოველდღიურად და მგონია, რომ სწორედაც ასეთი მოქმედების ერთ-ერთი ლიდერია ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

მაგრამ გათავისუფლების მოტივი არის თუ არა ეს – მე არ ვიცი. ეტყობა, რაღაც მიზეზი იყო ამისთვის, იმიტომ, რომ არ შეიძლება ოპოზიციის ასეთი პიროვნების წარმომადგენელი, მისი ოჯახის წარმომადგენელი, მუშაობდეს ადგილზე, სადაც საიდუმლო ინფორმაციაზე ექნება წვდომა. მე არ ვიცი, ეს რეალობა არსებობს თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ არ შეიძლება“, – თქვა დღეს ვოლსკიმ ჟურნალისტებთან.

ამ თემაზე ვრცლად წაიკითხეთ:

ზურაბ ჯაფარიძის დიპლომატი მეუღლის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს

მასალების გადაბეჭდვის წესი