ახალი ამბები

სააპელაციომ უჩა მამაცაშვილის სარჩელზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

2 დეკემბერი, 2022 • 508
სააპელაციომ უჩა მამაცაშვილის სარჩელზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ ანტიკორუფციული მოძრაობის წინააღმდეგ უჩა მამაცაშვილის სარჩელზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს მათ მიერ გაკეთებული განცხადების გამო ედავებოდა, სადაც ისინი უთითებდნენ უჩა მამაცაშვილის სავარაუდო ჩართულობაზე ტრანსნაციონალურ დანაშაულში (ე.წ „ქოლ-ცენტრების“ საქმე) და მის სავარაუდო კავშირზე საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის გაძვირებასთან.

მოსარჩელის აზრით, აღნიშნული განცხადებები იყო ცილისმწამებლური. შესაბამისად, სასამართლოს გზით მოპასუხეებისგან ითხოვდა გავრცელებული ცნობების უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას 150 000 ლარის ოდენობით.

მამაცაშვილის სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა და ორგანიზაციის ორ წარმომადგენელს 5-5 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა:

„უჩა მამაცაშვილის ადვოკატის განცხადებით, მათი მოტივაცია არის, რომ ფინანსური სანქციის გამოყენებით მოახდინონ პრევენცია. იგულისხმება ის, რომ ჩვენ აღარ ვამხილოთ ისინი კორუფციაში, აღარ გავაკრიტიკოთ და საერთოდ აღარ ვახსენოთ“, – ამბობს ანტიკორუფციული მოძრაობის  ერთ-ერთი წევრი ვასილ ურუშაძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი