ახალი ამბები

ლომჯარიას თქმით, პრეზიდენტს მიაწოდა სააკაშვილის ჯანმრთლობაზე ინფორმაცია

30 ნოემბერი, 2022 •
ლომჯარიას თქმით, პრეზიდენტს მიაწოდა სააკაშვილის ჯანმრთლობაზე ინფორმაცია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეხვდა და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარა.

სახალხო დამცველის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა უთხრა, რომ მის წარმომადგენელს აქვს კონტაქტი ცენტრ „ემპათიასთან“, რომლის ექსპერტებიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნას ამზადებენ:

„სალომე ზურაბიშვილს მივაწოდე ინფორმაცია ჩემი შთაბჭდილებების შესახებ, რაც ვნახე „ვივამედში“. მან მითხრა, რომ მისი წარმომადგენლები კონტაქტობენ ქალბატონ მარიამ ჯიშკარიანის ორგანიზაციასთან, საქმის კურსში არიან და მადლობა გადამიხადა მიწოდებული ინფორმაციისთვის.

სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით ან რეკომენდაციით შესაბამის უწყებებს. ეს გაგვიკეთებია ანალოგიურ შემთხვევებში და არ გამოვრიცხავთ, რომ თუ საჭირო გახდა, ასე მოვიქცეთ. არ ველოდი, რომ სიტუაცია იქნებოდა ასეთი მძიმე, ასეთი დასუსტებული იქნებოდა ფიზიკურად. თავად ექიმებიც ადგილზე ამბობენ, რომ მისი დინამიკა, იქნება ეს ნერვოლოგიური თუ სხვა მიმართულებით, არის ნეგატიური“, — ამბობს ნინო ლომჯარია.

ცენტრმა „ემპათიამ“ დაასრულა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასკვნაზე მუშაობა. „ემპათია“ ამბობს, რომ დიაგნოზები მძიმეა და პატიმრობიდან გათავისუფლების კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, თუმცა არ ასახელებს კონფიდენციალობის პრინციპიდან გამომდინარე.

მასალების გადაბეჭდვის წესი