საზოგადოება

“ემპათია”: სააკაშვილის დიაგნოზები მძიმეა და პატიმრობიდან გათავისუფლების კრიტერიუმებს აკმაყოფილებს

18 ნოემბერი, 2022 • 860
“ემპათია”: სააკაშვილის დიაგნოზები მძიმეა და პატიმრობიდან გათავისუფლების კრიტერიუმებს აკმაყოფილებს

ცენტრმა „ემპათიამ“ დაასრულა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასკვნაზე მუშაობა.

„ემპათია“ ამბობს, რომ დიაგნოზები მძიმეა და პატიმრობიდან გათავისუფლების კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, თუმცა მათ არ ასახელებს კონფიდენციალობის პრინციპიდან გამომდინარე.

„დასკვნა ითარგმნება და გადაეცემა უცხოელ ექსპერტებს. დიაგნოზები მძიმეა, ესადაგება პატიმრობიდან გათავისუფლების კრიტერიუმებს. ექსპერტთა ჯგუფს მიაჩნია, რომ მისი დიაგნოზები, რომელიც ძირითადად პატიმრობაში განვითარდა, შეუთავსებელია პატიმრობასთან. იგი სასწრაფოდ საჭიროებს სრულყოფილ დიაგნოსტიკას და მკურნალობას“, — წერს ცენტრ „ემპათიის“ დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი.

ჯიშკარიანი ნეტგაზეთს ეუბნება, რომ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი აქვს, არასათანადო მკურნალობის პირობებში კი ინფექციურ-ტოქსიკური პრობლემებიც დაემატა. მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა საქართველოში შეუძლებელია.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ მხარე გაეცნობა დასკვნას და ამის შემდეგ დაგეგმავს სამომავლო ნაბიჯებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი