ახალი ამბები

საქართველოს ჩვენი სოლიდარობა სჭირდება – ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი

30 ნოემბერი, 2022 • 720
საქართველოს ჩვენი სოლიდარობა სჭირდება – ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანიკენ ჰუდფელდტი აცხადებს, რომ საქართველოს სჭირდება პარტნიორების სოლიდარობა. ამის შესახებ მან ბუქარესტში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის მიმდინარეობისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ნატო-ს მინისტერიალზეც ერთ-ერთი განსახილველი საკითხი რუსეთის მეზობლად მდებარე დაუცველ ქვეყნები იქნება, მათ შორის- საქართველო და მოლდოვა.

„ცოტა ხნის წინ ვიყავი საქართველოში. მათ ჩვენი სოლიდარობა სჭირდებათ და არის საჭიროება, რომ ნამდვილად დავდგეთ მათი საზღვრების დასაცავად. მე ვფიქრობ, ეს იქნება  დღეს მინისტერიალზე  საქართველოსთვის საერთო გზავნილი“, – განაცხადა ნორვეგიის საგარეო მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი