ახალი ამბები

დადიანების სასახლის აღსადგენად აშშ-ის საელჩომ $300 000 გამოყო

29 ნოემბერი, 2022 • 1039
დადიანების სასახლის აღსადგენად აშშ-ის საელჩომ $300 000 გამოყო

აშშ-ის საელჩომ დადიანების სასახლის ნაგებობისა და მისი კოლექციის დასაცავად  300 000-დოლარი გამოყო.

ხელოვნების სასახლის მიერ აღნიშნული გრანტის მოპოვება მუზეუმში გამართული ღონისძიებით აღინიშნა, რომელსაც აშშ-ის ელჩთან ერთად დაესწრო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი.

სამინისტროს განცხადებით, გრანტის მიზანია ზუგდიდის დედოფლისეული სასახლის რამდენიმე საგამოფენო დარბაზის რეაბილიტაცია, ასევე – ისტორიული ნივთების რესტავრაცია და კონსერვაცია.

მათივე ცნობით, გრანტით გათვალისწინებულ სამუშაოებში, ზუგდიდის დადიანების სასახლის თანამშრომლებსა და უცხოელ კოლეგებთან ერთად, ჩაერთვებიან ხელოვნების სასახლის თანამშრომლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი