ახალი ამბები

ხაბეიშვილი 3 დეკემბერს „ოცნების“ ოფისთან აქციას აანონსებს

29 ნოემბერი, 2022 • 1148
ხაბეიშვილი 3 დეკემბერს „ოცნების“ ოფისთან აქციას აანონსებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი, შაბათს, 3 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ ოფისთან საპროტესტო აქციას აანონსებს.

როგორც ხაბეიშვილი ბრიფინგზე განმარტავს, აქციის მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა და მისი ჯანმრთელობის უზრუნველყოფაა.

„დღეს კიდევ ერთხელ რუსულმა ოლიგარქიულმა რეჟიმმა გვაჩვენა, თუ რა მდგომარეობაში ამყოფებენ მესამე პრეზიდენტს. ფაქტობრივად, დღეს დამალეს მიხეილ სააკაშვილი და არ აჩვენეს საზოგადოებას, თუ როგორ გამოიყურება ეს ადამიანი ვიზუალურად და საზოგადოება ამას კარგად ხვდება, რომ ამას აქვს მარტივი მიზეზი.

როგორც კი საზოგადოება დაინახავს პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობას, მაშინვე, ცხადია, ყველას დარჩება შტაბეჭდილება, რომდ ღეს ქვეყანას მართავს ფაშისტური რეჟიმი. ამიტომაც არის, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ჰყავთ გადამალული და ქართული ოცნების პოლიტიკური ლიდერები აკეთებენ განცხადებებს და არიან სპეკულაციებით დაკავებულები“, – თქვა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, არცერთი დღე დასაკარგი არ არის, სწორედ ამიტომ, ხვალიდან რეგიონებში წასვლას და მხარდამჭერებთან შეხვედრებს გეგმავს. შაბათ კი „ოცნების“ ოფისთან აქციას აანონსებს.

„სწორედ ამიტომ, მე ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებთან ერთად ვაპირებ შაბათს, 3 დეკემბერზე, 15:00 საათზე, „ქართული ოცნების“ ოფისთან – იქ, სადაც მიიღება რეალური გადაწყვეტილებები, მოვთხოვოთ მთავარი რამ – არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი არ გვაქვს, გვაქვს ერთი მოთხოვნა, პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანა, ჯანმრთელობა და სიცოცხლის უზრუნველყოფა“.

ბრიფინგის ბოლოს ხაბეიშვილი დასძენს, რომ მხოლოდ ბრძოლითაა შესაძლებელი „ქვეყნის რუსული კლანჭებიდან დახსნა“.


თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. 28 ნოემბერს სასამართლოში უნდა გამართულიყო სააკაშვილის პროცესი ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე.

პროცესის გამართვამდე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები აცხადებდნენ, რომ მას სასამართლოს სხდომაზე დასწრება სურდა.

თუმცა, როგორც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა განაცხადა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ექიმებმა მისი ტრანსპორტირება მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს.

სიარული და გასვლა რომ შეეძლოს, „ვივამედში“ ხომ არ იქნებოდა – ნადირაძე სააკაშვილზე

მასალების გადაბეჭდვის წესი