ახალი ამბები

ცხრამუხის მონასტერში მომხდარზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

28 ნოემბერი, 2022 •
ცხრამუხის მონასტერში მომხდარზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ცხრამუხის მონასტერში მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურებისა და ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულ ორივე პირს ხაშურის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

25 ნოემბერს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში მდებარე ეკლესიის საცხოვრებელ კელიაში ორი პირი თავს დაესხა მონაზონს და ძალადობის  მუქარით მოსთხოვეს ფული და ძვირფასეულობა. უარის მიღების შემდეგ აღნიშნულმა პირებმა მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ძალადობით, ჯგუფურად გააუპატიურეს.  ასევე, მონაზონს წაართვეს მობილური ტელეფონი, კვლავ სცემეს და დატოვეს უგონო მდგომარეობაში. ბრალდებულებმა ეკლესიიდან წაიღეს შესაწირი ყუთები მასში მოთავსებული ფულადი თანხით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციამ მომხდარის გამო ორი პირი დააკავა, რომელთაც ბრალად ედებათ გაუპატიურება, ჩადენილი ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით და ასევე, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა,  რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი