ახალი ამბები

ჯანმრთელობის გამო სააკაშვილი სასამართლოში ვერ მიიყვანეს — სხდომა გადაიდო

28 ნოემბერი, 2022 • 1230
ჯანმრთელობის გამო სააკაშვილი სასამართლოში ვერ მიიყვანეს — სხდომა გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. დღეს, 28 ნოემბერს, სასამართლოში უნდა გამართულიყო სააკაშვილის პროცესი ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე.

პროცესის გამართვამდე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები აცხადებდნენ, რომ მას სასამართლოს სხდომაზე დასწრება სურდა.

თუმცა, როგორც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა განაცხადა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ექიმებმა მისი ტრანსპორტირება მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს.

„წარმოდგენილია ცნობა, სადაც მითითებული არის, რომ 28 ნოემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე ექიმი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე“, — განაცხადა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა.

მოსამართლეს არ დაუსახელებია თარიღი, როდის გაიმართება შემდგომი  სასამართლო სხდომა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი