ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ОДКБ სომხეთს საზღვარზე მისიის გაგზავნას და სხვა დახმარებებს სთავაზობს

28 ნოემბერი, 2022 • 1731
ОДКБ სომხეთს საზღვარზე მისიის გაგზავნას და სხვა დახმარებებს სთავაზობს

ОДКБ-მ [კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციამ] სომხეთს მხარდაჭერის პაკეტი შესთავაზა, მათ შორის- სამხედრო და პოლიტიკურ-დიპლომატიური. საუბარია ასევე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ОДКБ-ს მისიის გაგზავნაზე სიტუაციის შესაფასებლად. ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა სტანისლავ ზასმა განაცხადა.

„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ (ОДКБ) ევრაზიაში NATO-ს მსგავსი, რუსეთის მიერ დომინირებული სამხედრო ბლოკია, რომლის მიზანიც წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოების დაცვაა.

“სიტუაცია არ არის მარტივი, მით უმეტეს, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, სადაც პრაქტიკულად ყოველდღე სროლაა. მხარდაჭერის ყველა ამ ზომის გატარებაზე თანახმაა ყველა წევრი სახელმწიფო. ერთადერთი, რისი მიღწევაც ვერ მოხერხერდა, ეს არის იქ შექმნილი სიტუაციის კონსოლიდირებული შეფასება”, – განაცხადა ზასმა.

23 ნოემბერს ОДКБ-ს [კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია] სამიტზე ერევანში, რომელიც ОДКБ-ს წინააღმდეგ აქციების ფონზე გაიმართა, პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა ორგანიზაცია კვლავ ერთხელ გააკრიტიკა მისი უმოქმედობის გამო აზერბაიჯანთან სიტუაციის გამწვავების კონტექტსში და ხელი არ მოაწერა ორგანიზაციის შემუშავებულ დოკუმენტს.

ფაშინიანმა ОДКБ-ს დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი განაცხადა

ფაშინიანმა თქვა, რომ ერევანი ორგანიზაციისგან მოელის პოლიტიკურ შეფასებას სომხეთის ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ და სწორედ ამ მიზეზით მზად არაა, ხელი მოაწეროს ამ დოკუმენტს.

მისი განცხადებითვე, სომხეთს სურს, რომ ОДКБ -მ აზერბაიჯანთან პოლიტიკურ-დიპლომატიური სამუშაო ჩაატაროს იმისთვის, რომ სომხეთის ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად სომხეთმა არაერთხელ მიმართა ორგანიზაციას, რეაგირება მოეხდინა სომხეთ-აზერბაიჯანის შეიარაღებული კონფლიქტისას, ОДКБ ნეიტრალობას ინარჩუნებს სომხური ტერიტორიების ოკუპაციაზე. ეს ფაქტი სომხეთში მოსახლეობის ნაწილის გაღიზიანებას იწვევს, რის გამოც ორგანიზაციის დატოვებას მოითხოვდნენ.ОДКБ-ს სამიტზე ერევანში ქვეყნის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა ორგანიზაციის მუშაობა კვლავ გააკრიტიკა იმის გამო, რომ სომხეთს აზერბაიჯანთან შეტაკებების დროს შესაბამისი მხარდაჭერა ორგანიზაციის ქვეყნის წევრებისგან არ მიუღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი