ახალი ამბებირეკლამა

ვალიო – ბრენდი, რომელიც ფინეთში რძის ნაწარმის სინონიმად იქცა

24 ნოემბერი, 2022 • 395
ვალიო – ბრენდი, რომელიც ფინეთში რძის ნაწარმის სინონიმად იქცა

ბუნებრივი და სუფთა გემო და პრემიუმ ხარისხი – ეს არის მიზეზები იმისა, რის გამოც მომხმარებლებს ვალიოს რძის ნაწარმი განსაკუთრებით უყვართ. მეტიც, ეს ფინური ბრენდი ადგილობრივებისთვის თავიანთი კულტურის ნაწილად, მისი პროდუქცია კი რძის, ყველის, კარაქისა და იოგურტის სინონიმად მიიჩნევა. ფინეთში ამბობენ იმასაც, რომ ვალიო კარგად გამოხატავს მათ ღირებულებებს – ჯანსაღი ცხოვრებისა და ხარისხიანი საკვების სიყვარულს, რადგან ბრენდისთვისაც მთავარი ღირებულება ნატურალური პროდუქციის წარმოებაა.

ვალიომ საქმიანობა მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყო და მუდმივი განვითარებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მიუხედავად, მაინც ფინური ტრადიციის ერთგული დარჩა, რაც რძის ბუნებრივი გემოს შენარჩუნებასა და წარმოებაში მხოლოდ უმაღლესი ხარისხის, ნატურალური ინგრედიენტების გამოყენებას გულისხმობს.

ინოვატორი ულაქტოზო რძის პროდუქტების წარმოებაში

1990-იან წლებში ვალიომ მკვლევრების სპეციალური გუნდი შექმნა, რომელსაც ულაქტოზო რძის წარმოების ტექნოლოგია უნდა შეემუშავებინა. მართლაც, გუნდმა მიაგნო ისეთ ინოვაციურ მეთოდს, რომლითაც რძის ლაქტოზისგან გამოთავისუფლება მისთვის ნამდვილი გემოს შენარჩუნებით ხდება. ეს ტექნოლოგია დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოიყენება, მათ შორის, შვეიცარიაში, შვედეთში, ესპანეთში, ბელგიაში, ჰოლანდიაში და ნორვეგიაში. თავად ვალიო კი, ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ყველაზე მეტი დასახელების ულაქტოზო რძის პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს.

ვალიოს წარმოების კარაქი, ყველი და პუდინგი

ფინეთსა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვალიოს წარმოების Oltermanni-ს ყველია, რომელიც სუფთა რძისგან მზადდება, სრულად არის თავისუფალი დანამატებისგან და არ შეიცავს ლაქტოზას. ამასთან ერთად, ბრენდი აწარმოებს სხვადასხვა გემოს მქონე მდნარი ყველისა და განსხვავებული ტიპის კარაქის მრავალფეროვან ასორტიმენტს.

ვალიო ცნობილია  PROfeel-ის პროტეინის პუდინგებითა და მილქშეიკებითაც, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავენ ცილას და სრულადაა თავისუფალი შაქრისა და ლაქტოზისგან. ისინი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ ვარჯიშის მოყვარულებსა და აქტიური ცხოვრების წესის მქონე მომხმარებლებში, რადგან მათი დახმარებით მარტივადაა შესაძლებელია ცილის დღიური მარაგის შევსება და დაბალანსებული კვების დაცვა.

ვალიოს მრავალფეროვანი პროდუქციის შეძენას ევროპროდუქტის მაღაზიათა ქსელში შეძლებთ. ასორტიმენტი მოიცავს კარაქისა და ყველის სახეობებს, მათ შორის, ულაქტოზო ნაწარმს. აქვე იპოვით PROfeel-ის სხვადასხვა არომატებით გაჯერებულ პროტეინის პუდინგებს. ვალიოს სრული პროდუქციის დასათვალიერებლად შეგიძლიათ ესტუმროთ ევროპროდუქტის მაღაზიათა ქსელს ან შეიძინოთ ულაქტოზო პროდუქცია ონლაინ.

მასალების გადაბეჭდვის წესი