ალბათ, ხშირად ამოგიკითხავთ პროდუქტების შეფუთვაზე წარწერები – „არ შეიცავს გლუტენს“ ან „შეიძლება შეიცავდეს გლუტენის კვალს“. შეიძლება ბევრისთვის ეს არაფერს ნიშნავს, თუმცა, ადამიანთა გარკვეული ჯგუფისთვის იმის ცოდნა, შეიცავს თუ არა პროდუქტი გლუტენს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
გლუტენის აუტანლობა იგივე ცელიაკის დაავადება – ასე ეძახიან პროცესს, როცა ორგანიზმს არ შეუძლია ან უჭირს გლუტენის გადამუშავება. დაავადება ადამიანთა გარკვეულ ნაწილს მსუბუქი სიმპტომებით უვლინდება, თუმცა, უფრო მწვავე შემთხვევაში მას შეიძლება ახლდეს ძლიერი დიარეა, თავის ტკივილი, ნევროლოგიური დარღვევები, შფოთვა, დეპრესია და ა.შ.
გლუტენი მცენარეული წარმოშობის ცილაა, რომელსაც სხვადასხვა მარცვლეული შეიცავს. მათ შორისაა ხორბალი, ჭვავი, ქერი, კუსკუსი და მანანის ბურღული. გლუტენს იყენებენ სხვადასხვა ტიპის პროდუქტების წარმოებაშიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ის შეიძლება ნებისმიერ საკვებში აღმოვაჩინოთ. ამიტომ, ამ პრობლემის მქონე ადამიანებს ხშირად მეტი ყურადღების გამოჩენა და შეფუთვაზე დატანილი ინფორმაციის კარგად შესწავლა უწევთ. თუმცა, საქმის გასამარტივებლად, შეგიძლიათ უბრალოდ ეწვიოთ ევროპროდუქტს, სადაც უგლუტენო საკვების დიდი არჩევანი დაგხვდებათ.
ევროპროდუქტი – ადგილი უგლუტენო პრემიუმ პროდუქტებისთვის
პურეული, მაკარონი, ხორცპროდუქტები, ტკბილეული – ევროპროდუქტში ნებისმიერი ტიპის უგლუტენო პროდუქციას იპოვით. თუმცა, მათ შორის აუცილებლად უნდა გამოვყოთ ესპანური პრემიუმ ბრენდი Elpozo, რომელიც თავისი ხორცპროდუქტების წარმოებისას საერთოდ ამბობს უარს გლუტენზე, თანაც მომხმარებლებს ფართო ასორტიმენტს სთავაზობს.
საუკეთესო ხარისხის ფქვილის, საფუვრის, ტკბილეულის შესაძენად კი აუცილებლად უნდა შეავლოთ თვალი Bezgluten-ის პროდუქციას, რომელიც ასევე თავისუფალია გლუტენისაგან. უგლუტენო პროდუქციის მწარმოებელი Fini-ი კი მათთვისაა, ვისაც განსაკუთრებით უყვართ ფერად-ფერადი და გემრიელი ჟელიბონები.
ევროპროდუქტის მარკეტებში ან მის ონლაინ მაღაზიაში უგლუტენო პროდუქციის სრულ ჩამონათვალს ნახავთ, რაც დაგარწმუნებთ, რომ სასურველი პროდუქტის მოძიება და „უგლუტენო ცხოვრების წესის“ დაცვა არც ისე რთულია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.