ახალი ამბები

თამარ ბერუჩაშვილი რუმინეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა

24 ნოემბერი, 2022 • 944
თამარ ბერუჩაშვილი რუმინეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა

თამარ ბერუჩაშვილი რუმინეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, თამარ ბერუჩაშვილს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

თამარ ბერუჩაშვილი სხვადასხვა დროს იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და მინისტრის მოადგილის პოზიციებს, იყო ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ასევე, ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი.

ბოლო პერიოდში თამარ ბერუჩაშვილი იკავებდა დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ასევე შავი ზღვის საკითხებში საგანგებო დავალებათა ელჩის პოზიციებს

მასალების გადაბეჭდვის წესი