ახალი ამბები

7 ენა რომ იცის და საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს, ეგეთ კაცს ციხეში გვიკლავენ – ხაბეიშვილი

23 ნოემბერი, 2022 • 1031
7 ენა რომ იცის და საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს, ეგეთ კაცს ციხეში გვიკლავენ – ხაბეიშვილი

ლევან ხაბეიშვილი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარეობას თავს გაართმევს.

ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებაზე საუბრისას თქვა. კერძოდ, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ლევან ხაბეიშვილს პარტიის თავმჯდომარისთვის საჭირო კვალიფიკაცია „ნაკლები ხარისხით“ აქვს.

ხაბეიშვილის თქმით, „7 ენა რომ იცის და საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს“[მიხეილ სააკაშვილს], ასეთ ადამიანს ციხეში კლავენ.

„რაც შეეხება ხატიას, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ხატია დეკანოიძის კანდიდატურას ლევან ხაბეიშვილი მხარს დაუჭერდა. რაც შეეხება მის პოზიციას, ეს მისი პოზიციაა, მე მივესალმები, ხატია ჩემი ძალიან კარგი მეგობარი და თანამებრძოლია, ყველას აქვს თავისი აზრი.

რაც შეეხება, რატომ ვფიქრობ, რომ მე გავიმარჯვებ, ამას არჩევნები გვანახებს. მე გავქაჩავ კიდეც[პარტიის თავმჯდომარეობას], საქმესაც გავაკეთებ, 24 საათი არ დავიძინებ, პარტიულ ინფრასტრუქტურასაც ავადუღებთ, ხალხსაც გავააქტიურებთ და გადამწყვეტ ბრძოლასაც დავიწყებთ. მე ამაში ვარ დარწმუნებული[…]

პრემიერ-მინისტრობას მე არც ვფიქრობ და არც მაინტერესებს. 7 ენა რომ იცის და საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს, ეგეთ კაცს[მიხეილ სააკაშვილს] გვიკლავენ ჩვენ ციხეში, ამიტომ მნიშვნელოვანია აქტიურობა, ბრძოლის გარეშე და კაბინეტიდან ეს საქმე არ გამოვა“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილს პარტიის თავმჯდომარისთვის კვალიფიკაცია ნაკლები ხარისხით აქვს – დეკანოიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი