ახალი ამბები

გრიპზე ვაქცინაცია 30 ნოემბრის ჩათვლით უფასო იქნება – სამინისტრო

22 ნოემბერი, 2022 • 881
გრიპზე ვაქცინაცია 30 ნოემბრის ჩათვლით უფასო იქნება – სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მსურველისთვის უფასო 30 ნოემბრის ჩათვლით იქნება.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ 22 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა 6 თვის ასაკიდან უფასოა.

„იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველომ 200 000 დოზა სანოფი პასტერის წარმოების ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის“, – აცხადებს სამინისტრო.

სამინისტროს ცნობითვე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა ვაქცინაცია სექტემბრის ბოლოს დაიწყო და პირველ ეტაპზე მომსახურება მიიღეს დაავადების გართულების მომატებული რისკის მქონე პირებმა.

უწყების თანახმად, ნებისმიერი მსურველი მომსახურებას მიიღებს ვაქცინაციის პროცესში ჩართულ 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში.

ამ დაწესებულებების ჩამონთვალი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი