ახალი ამბები

ყაზახეთის რიგგარეშე არჩევნებში თოყაევი იმარჯვებს

21 ნოემბერი, 2022 • 644
ყაზახეთის რიგგარეშე არჩევნებში თოყაევი იმარჯვებს

ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც რიგგარეშე წესით ჩატარდა, ამჟამინდელმა ლიდერი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი იმარჯვებს.

არჩევნების ჩატარება სწორედ მისი სურვილი იყო.

წინასწარი მონაცემებით, თოყაევმა მარტივად დაამარცხა მისი ხუთივე კონკურენტი.

ქვეყანაში არჩევნები 2022 წლის იანვარში მომხდარი საპროტესტო აქციებისა და სამთავრობო შენობებზე თავდასხმის შემდეგ გადაწყდა.

საპროტესტო გამოსვლებისას თოყაევმა ქვეყანაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალები მიიწვია.

სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ კი თანამდებობებიდან გაათავისუფლა ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის მომხრეები, რითაც საკუთარი პოზიციები გაიმყარა.

საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება იყო კიდევ ერთი ნაბიჯი, რათა საკუთარი ძალაუფლება გაემყარებინა.

მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთი რუსეთის დეკლარირებული მოკავშირეა, რუსეთ-უკრაინის ომში კრემლს ღიად მხარს არ უჭერს.

თოყაევის განცხადებით, იგი არ აპირებს აღიაროს ფსევდოსახელმწიფოები, როგორებიცაა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები ან აფხაზეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი