საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მიიჩნევს, რომ ინიციატივა NGO-ების შეზღუდვაზე ჰგავს ამონაწერს კრემლის სახელმძღვანელოდან.
ელჩმა დეგნანმა უარყოფითად შეაფასა „ხალხის ძალის“ ინიციატივა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, რომლებიც „ხალხის ძალას“ წარმოადგენენ (სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და ა.შ.), აცხადებენ, რომ კანონპროექტს მოამზადებენ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების „მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოში მოსაქცევად“.
„ეს [ენჯეოებთან დაკავშირებული ინიციტივა] ნამდვილად მაგონებს კრემლის სახელმძღვანელო წიგნიდან ამონაწერს იმიტომ, რომ ეს არ შედის საქართველოს ინტერესებში.
ჩემი პირადი გამოცდილებით რაც მინახავს საქართველოში, უაღრესად მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის, ძალიან ბევრი მიმართულებით, იქნება ეს გარემოს დაცვა, დახმარება, შშმ პირთა საკითხები… “, — განუცხადა დეგნანმა ჟურნალისტებს.
მან ასევე გაიხსენა ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომლებმაც კარიერა არასამთავრობო სექტორიდან დაიწყეს.
„ჩემთვის ძალიან დამაბნეველია ფაქტი, რომ ასეთი დამოკიდებულება არის სამოქალაქო საზოაგდოების არასამთავრობოების მიმართ, რადგან მმართველი პარტიის ბევრმა წევრმა თავისი კარიერა სწორედ არასამთავრობო ორგანიზციებში დაიწყო, ისინი ძალიან კარგ საქმეს ასრულებდნენ ქვეყნის განვითარებისთვის. ძალიან დამაბნეველია, როცა მათი მხრიდან ისმის კრიტიკა არასამთავრობოების მიმართ. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ აღარ იარსებებს ხალხის ხმა — არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადეობა არის ხალხმის ხმა ძლიერი და დემოკრატიული საქართველოსთვის“, — თქვა დეგნანმა.
- NGO-ების დაფინანსება მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოექცეს — „ხალხის ძალა“
- სოზარ სუბარი სოზარ სუბარის წინააღმდეგ