ახალი ამბებირეკლამა

რომპეტროლი შშმ ბავშვების უკეთესი ცხოვრებისთვის

18 ნოემბერი, 2022 • 1242
რომპეტროლი შშმ ბავშვების უკეთესი ცხოვრებისთვის

ლ.გ. 8 წლისაა. რამდენიმე რთული დიაგნოზის მიუხედავად, წარმოთქვამს სიტყვებს, თუმცა სრულყოფილ კომუნიკაციას ვერ ამყარებს. გარემოს შეცნობის ძირითადი საშუალება 8 წლის ბავშვისთვის შეხება და მოსმენაა. 

მისი საჭიროებებისა და სურვილების გასაგებად, თანატოლებთან ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად, ძალიან მნიშვნელოვანია ენისა და მეტყველების თერაპევტის აქტიური მუშაობა. ეს პროცესი მას ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში, საკუთარი სურვილების გამოთქმასა და თანატოლებთან თამაშში ეხმარება. 

8 წლის ბავშვი, ახლა სპეციალური საჭიროების მქონე სხვა ბავშვებთან ერთად უსაფრთხოდ და დროულად გადაადგილდება სარეაბილიტაციო ცენტრამდე კომპანია ,,რომპეტროლ საქართველოს’’ ძალისხმევით. 

რომპეტროლმა 1 წლით, 1000 ლიტრიანი საწვავის ვაუჩერი გამოუყო ჰუმანიტარულ ცენტრს – „ბრეს საქართველო“. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დახმარებაა, რადგან საოჯახო სახლებიდან სარეაბილიტაციო ცენტრში მისასვლელად ბავშვებს ტრანსპორტირება სჭირდებათ.

„ბრეს საქართველო“ 11 წელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ბავშვებს ოჯახურ გარემოს სთავაზობს. ცენტრს 4 მცირე საოჯახო სახლი აქვს, მათგან 3 სახლში 23 შშმ ბავშვი ცხოვრობს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემებით.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო რეაბილიტაცია /აბილიტაციის მომსახურებას აფინანსებს, ტრანსპორტირება ბავშვის მზრუნველს თავად უხდება. ყველა ბავშვი ეტლით მოსარგებლეა და მათი უსაფრთხოდ გადაადგილება წარმოუდგენელი ფუფუნებაა. ადაპტირებული ტრანსპორტი, რომელიც ეტლით მოსარგებლეებისა და აღმზრდელების გადაადგილებას უზრუნველყოფს, საჭიროებს მძღოლს და საწვავს რაც ძალიან ზრდის ხარჯებს.

კომპანია ,,რომპეტროლ საქართველო’’ უკვე რამდენიმე წელია ეხმარება მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრებ შშმ ბავშვებს. 

საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშში, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრებ არასრულწლოვანთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებაცაა აღნიშნული. 

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოც შეძლებისდაგვარად და ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ბრეს საქართველო“ ზრუნავს საკუთარ ბენეფიციარებზე, რომპეტროლში მიაჩნიათ, რომ საზოგადოებას შშმ ბავშვებისა და მათი პრობლემების შესახებ ინფორმაცია უფრო ინტენსიურად უნდა მიეწოდებოდეს. თუ ეს უხილავი პრობლემები ყველასთვის იქნება ცნობილი და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი თუნდაც მცირე რესურს გაიღებს მსგავსი სახლებისთვის, ამ ბავშვების ყოველი დღე ბევრად უკეთესი გახდება:

„მნიშვნელოვანია გაიზარდოს საზოგადოების ცნობიერება, ამისათვის კი, ჩვენ მათზე ხშირად უნდა ვისაუბროთ. აუცილებელია საზოგადოებამ მეტი გაიგოს მათ შესახებ, ამ პროცესში კი, განსაკუთრებული როლი გვაქვს სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიებს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ შშმ ბავშვების საჭიროებებზე ფიქრი და ამ თემაზე საუბარი, რადგან ვთვლით, რომ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია.“ – ამბობს ,,რომპეტროლ საქართველოს’’-ის წარმომადგენელი და მარკეტინგის მენეჯერი, თეონა შალამბერიძე. 

თითოეულ ბავშვს სხვადასხვაგვარი საჭიროება აქვს. ყველა ტიპის დახმარება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად და სოციალიზაციისთვის. 

,,რომპეტროლ საქართველოს’’ წარმომადგენელი ამბობს, რომ კომპანია შშმ ბავშვებზე მზრუნველობას მომავალშიც გააგრძელებს:

„მნიშვნელოვანია ეს დახმარება არ იყოს ფორმალური და გამომდინარეობდეს მათი საჭიროებებიდან.

ჩვენი კომპანია აგრძელებს ურთიერთობას ბავშვებზე მზრუნველ ორგანიზაციასთან სახელწოდებით ,,ბრეს საქართველო’’ და ყოველი შემდეგი ღონისძიება ბავშვებზე ფიქრით, მათი გახარებითა და ზრუნვით გაგრძელდება“ – ამბობენ რომპეტროლში. 

,,რომპეტროლ საქართველო’’ შშმ ბავშვების მხარდამჭერ კამპანიაში ჩასართავად სხვა კომპანიებსაც იწვევს.  

მასალების გადაბეჭდვის წესი