ახალი ამბები

თბილისში ქალი მოკლეს

18 ნოემბერი, 2022 • 1193
თბილისში ქალი მოკლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 36 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე თბილისში ცხელ კვალზე 22 წლის კაცი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ახლად გაცნობილი ქალი თბილისში, ნაქირავებ ბინაში მოკლა. ბრალდებული მომხდარიდან მალევე თბილისში დააკავეს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი